ეუთოს დამკვირვებლები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი 2 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალბერტ იონსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეუთო-ს დამკვირვებელთა ჩამოსვლისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

"აღსანიშნავია, რომ ODIHR-ის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი უახლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში, რომლებიც განაწილდებიან შესაბამის სადამკვირვებლო პუნქტებზე.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო საქმიანობისას მისია იხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობითა და რეგულაციებით განსაზღვრული უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული კოვიდინფიცირების რისკები.

აღსანიშნავია, რომ მისიის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც ისაუბრებენ დამკვირვებელთა როლსა და დაგეგმილ აქტივობებზე, რის შემდეგაც მისია ოფიციალურად შეუდგება სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიას, პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარების მიუხედავად სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობასა და ძალისხმევას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლის ჩართულობა სადამკვირვებლო პროცესში.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას კორონავირუსის პანდემიის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების და აღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში შეუფერხებელ ჩამოსვლასთან და მისიის საქმიანობის სრულფასოვნად შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო

ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს

რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება

ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის

ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე

ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა