ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა და ნინო ლომჯარიამ 2021 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე იმსჯელეს.

როგორც ცესკოში აღნიშნავენ, 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხი, ხმის დათვლის პროცესის ვიდეო მონიტორინგის წესის განსაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა არჩევნებში, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია რაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. მათთან ერთად მსჯელობაში ჩართული იყვნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური.

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს.

მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ აღნიშნული სამართლებრივი აქტები, რომლებიც ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს არეგულირებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო

ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს

რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება

ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის

ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე

ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

ნინო ლომჯარია: რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო ტრაგიკული