დავით ზალკალიანი: ვგმობ ლაჩრულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმთან ბრძოლაში

ვგმობ ლაჩრულ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში, დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას ვუცხადებ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის გვერდზე წერს.

მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„სრულიდ ვგმობ ლაჩრულ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ შორის აშშ-ის სამხედროების. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა, ქაოსი ავღანეთში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ამავე თემაზე:

როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას, ვინც ავღანეთიდან ევაკუაციას ახორციელებს