ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება ექნებათ. ამის შესახებ AFP წერს.
თუმცა, როგორც „თალიბანის“ მიერ დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აბდულა ბაკი ჰაკანიმ აღნიშნა, ქალები და კაცები სხვადასხვა კლასში ისწავლიან.
ჰაკანის თქმით, გოგოები და ბიჭები ერთად ვერ სკოლებში ისწავლიან. მან აღნიშნა, რომ ქალებს განათლების უფლება აქვთ და „თალიბანი“ მათ ამისთვის „უსაფრთხო გარემოს“ შესთავაზებს. ჰაკანიმ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტები მალე გაიხსნება, პედაგოგებს კი ხელფასს გადაუხდიან.
ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა.
ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.
ამავე თემაზე:
ავღანეთში მუსიკა ისევ აკრძალული იქნება
ავღანელი გუბერნატორი ქალი, რომელიც "თალიბანის" წინააღმდეგ იბრძოდა, დაჯგუფებამ დააკავა
21 სახელმწიფო ავღანეთში ქალებისა და გოგოების მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
როგორ ცხოვრობდა ავღანეთი თალიბანამდე - 70-იანი წლების ფოტოები