ვიქტორია ნულანდმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს როლზე ისაუბრა

ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში დახმარებისთვის აშშ-მ რიგ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მადლობა გადაუხადა. შესაბამისი განცხადებით, პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.

ასევე წაიკითხეთ: აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის

ვიქტორია ნულანდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავღანეთიდან 123 000 ადამიანი, მათ შორის ამერიკის 6 000 მოქალაქეა გაყვანილი.

„უზომოდ მადლიერნი ვართ ქვეყნების უზარმაზარი ქსელის, რომელმაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ევაკუაციის პროცესში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს: ბაჰრეინს, დანიას, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, კოსოვოს, ქუვეითს, პაკისტანს, კატარს, ესპანეთს, შვეიცარიას, თურქეთს, უკრაინას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვებს, მათ, ვინც ხელი შეუწყო ამერიკელების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

ასევე წაიკითხეთ: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ვიქტორია ნულანდი საქართველოზე, რუსეთზე, უკრაინასა და NATO-ზე