მეუფე იაკობი: მე რომ მისმენდნენ, ვიცოდი, რამდენჯერმე გავაფრთხილე შესაბამისი უწყებები

ფარული მოსმენები ეს არის დიდი ბოროტება, მაგრამ ჩემთვის უფრო დიდი ბოროტებაა ის, რომ ეს ჩანაწერები ვიღაცამ მოიპარა, გამოიტანა და ტელევიზიეში გავიდა, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ამდენი მოსმენა, მანიაკები თუ არ არინ და ძალაუფლება თუ არ გაქვს, ამას ვერ იზამ. გახარიას რომ ძალაუფლება ჰქონდა პრემიერობამდე, ისეთი ძალაუფლება თუ არ გაქვს, ვერ იზამ ამას. რასაც მომიყვნენ ჩემ შესახებ, იყო ასეთი შემთხვევები და ყველაფერი გახარიას პერიოდში იყო. პირადად მე რომ მისმენდნენ, ვიცოდი, რამდენჯერმე გავაფრთხილე ამაზე შესაბამისი უწყებები. მაგრამ ვიცოდი, რა მელაპარაკა და რა - არა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, ჩანაწერების შინაარსი რიგმა ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა დაადასტურეს.

ამავე თემაზე:

მედიაში გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ

არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიისთვის გაგზავნილ ფაილებში ასახულ შინაარსს ადასტურებს

პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“

ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება

ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები ე.წ. ფარულ ფაილებზე

მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები

ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა