„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისთან მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი.
მისი თქით, ასეთი განცხადება შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში.
„ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს გაკეთდა გარკვეული განცხადება და სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკა მელიასთვის, რათა მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ეს არის ძალიან ცუდი. ბუნებრივია, საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ.
ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება, გაიგოს, როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის. ნიკა მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. ასეთ რაღაცას როდესაც აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს.
ამავე თემაზე:
ირაკლი ღარიბაშვილი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან
ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა