ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი: საქართველოს პრეზიდენტის როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი კოალიციურ მთავრობაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებს. ამის შესახებ გერმანელი პოლიტიკოსი Twitter-ზე წერს.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მნიშვნელოვანია, მისი როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი.

„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია“, - ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში 28 სექტემბერს გააკეთა. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი.

„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - უპასუხა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოშიც განაცხადა ქართულ მედიასთან ინტერვიუში, რომ კოალიციური მთავრობა: „ალბათ შემდეგი ნაბიჯია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად“.

ამავე თემაზე:

კოალიციურ მთავრობაზე განცხადების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილთან საუბარს გეგმავს - გამოხმაურებები

ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა