რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების აქცია - თავისუფლება მიშას იმართება. ტერიტორიაზე დამონტაჟდა სცენა, საიდანაც სიტყვით გამოსვლები იგეგმება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხატია დეკანოიძემ, რომელმაც რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის წერილი წაუკითხა.

„მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, "ვაწვებით" გამარჯვებამდე“, - მიმართავს მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს.

ექსპრეზიდენტმა დაკავების შემდეგ, ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, სამართლებრივი უაზრობაა

პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, კიდევ ორი პირი დააკავეს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია