ერდოღანი დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩზე: მჯერა, განცხადებების დროს უფრო ფრთხილები იქნებიან

"მჯერა, რომ ეს ელჩები თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებულ განცხადებებში უფრო ფრთხილი იქნებიან", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 დასავლელ დიპლომატთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა ქვეყნიდან გაძევებას დაპატიმრებული ბიზნესმენის გათავისუფლების მოწოდების გამო აპირებდა.

როგორც თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, კრიზისის შექმნა ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

"კრიზისის შექმნა არასდროსაა ჩვენი მიზანი. ჩვენი ქვეყნის უფლებების, სამართლის, ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვა გვსურს.

საელჩოების დღევანდელი განცხადებით, მათ უკან გადადგეს ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისა და ერის ცილისწამებისგან. მჯერა, რომ ეს ელჩები თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებულ განცხადებებში უფრო ფრთხილად იქნებიან", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გუშინ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი მიესალმა დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე საელჩოს, მათ შორის შეერთებული შტატების განცხადებას დადებითად შეხვდა, რომლის მიხედვითაც ისინი დიპლომატიურ კონვენციას იცავენ და მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან.

ამასთან, განცხადებები გაკეთდა თითქმის ერთდროულად, როდესაც ერდოღანი შევიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რათა განეხილათ 10 ელჩის გაძევების საკითხი, ეს იქნებოდა ნაბიჯი, რომელიც გახსნიდა თურქეთის ღრმა დიპლომატიურ უთანხმოებას დასავლეთთან ბოლო 19 წლის განმავლობაში.

„შეერთებული შტატები აღნიშნავს, რომ იცავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს”, - ვკითხულობდით აშშ-ის საელჩოს Twitter-ზე.

ექსკლუზივი: მეთიუ ბრაიზა: ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებაზე მიუთითებს

აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს