აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის მახლობლად, ქალაქ ფიზულში საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.

ამასთან, ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი 8 თვეში აშენდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომლის თვითმფრინავიც ამ აეროპორტში დაეშვა.

აეროპორტს ერთი ასაფრენი ბილიკი აქვს და 200 მგზავრს მოემსახურება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტების სიაში შეიტანა.

როგორც ცნობილია, ქალაქი ფიზული ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეგიონში ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ასევე წაიკითხეთ: ბაქომ ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო

ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან

ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ერთი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. ხანქენდი, რომელსაც სომხებმა სტეფანაკერტი უწოდეს და მთინი ყარაბაღის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა, აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის მიღმაა. მის შესასვლელებს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, რომელთაც სამშვიდობოების სტატუსი აქვთ.