ზუგდიდში საკრებულოს ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდში, ახლად არჩეული საკრებულოს ხუთმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მაია კალანდიამ, ირაკლი სორდიამ, ხათუნა შამუგიამ, დარიკო არქანიმა და მალხაზ ჯალაღონიამ სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოითხოვეს.

დღესვე შიმშილობა რუსთავის საკრებულოს 6-მა დეპუტატმა დაიწყო.

ანალოგიური მოთხოვნით, 14 ნოემბერს, შიმშილობა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოაცხადა. იმავე დღეს, პროტესტის ამავე ფორმას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გია ბარამიძემ მიმართა.

მე-14 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში ასევე შიმშილობს ელენე ხოშტარია.

ამასთან, 13 ნოემბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში.

ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.