სუდანის სამხედრო ძალებმა პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი თანამდებობაზე აღადგინეს

სუდანის სამხედრო ძალებმა პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი თანამდებობაზე აღადგინა.მასთან, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პირობა დადეს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აღდგენის მიუხედავად, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება.

ჰამდოკი სუდანის პრემიერ-მინისტრი პირველად 2019 წელს ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დასრულების შემდეგ გახდა.

სამხედრო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას პროდემოკრატიული ჯგუფები ეწინაღმდეგებიან, რომლებიც ბაშირის რეჯიმის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სრულად სამოქალაქო ხელისუფლებას ითხოვდნენ.

ოქტომბერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. გადატრიალების შემდეგ აბდალა ჰამდოკი შინაპატიმრობაში იყო.

სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სუდანის არმიამ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი დააკავა