გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება.

„რუსეთთან დაკავშირებით ევროპელებსა და აშშ-ის მთავრობას საერთო გზავნილი აქვთ. რუსეთის ქმედებებს უკრაინაში მოჰყვება საფასური და ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ დიალოგშია. ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, როდესაც სხვადასხვა დონეზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გარდაუვალია“, - ამბობს ანალენა ბერბოკი.

ცნობისთვის, 10 იანვარს ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება, 12 იანვარს კი, NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა შედგება.

მანამდე, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში 7 იანვარს შეიკრიბებიან.

ამავე თემაზე:

NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ