საერთაშორისო მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირე ლუკაშენკომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაახანგრძლივეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირე ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაახანგრძლივეს სამხედრო წვრთნები, რომლებიც კვირას უნდა დასრულებულიყო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბელორუსმა ამის მიზეზად აღმოსავლეთ უკრაინაში „სიტუაციის გაუარესება“ დაასახელა და ამიტომ რჩება მის ტერიტორიაზდ 30 000 ჯარისკაცი.

NATO-ს განცხადებით, ბელორუსში რუსეთს 30 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული, რომელთა გამოყენებაც მოსკოვს უკრაინაზე თავდამსხმისთვის შეუძლია, რასაც თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს. 19 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრე ლუკაშენკამ რუსეთის ატომური ძალების წვრთნებს, რომლებიც უახლეს ჰიპერბგერით და საკრუიზო რაკეტებს მოიცავდა, კრემლიდან მიადევნეს თვალი.


აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს.

17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.

15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.


ამავე თემაზე:

ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა