ნიდერლანდებმა უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. კერძოდ, ჰოლანდიის საელჩომ უსაფრთხოების მიზნით, მთელი თავისი ოპერაციები დედაქალაქ კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა.
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით ძალიან შეშფოთებულია.
მანამდე დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, თავიანთი დიპლომატები ლვოვში გადაიყვანეს.
18 თებერვალს, ნიდერლანდებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება გადაწყვიტა.