რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან, თავდასხმა მძიმე შეიარაღების გამოყენებით განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ.
„დაახლოებით 05:00 საათზე უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან არსებულ მონაკვეთზე განხორციელდა თავდასხმა რუსეთის ჯარების მხრიდან ბელარუსის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე
დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს