ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv

ესპანეთს, რომელიც ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ საცავსა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებს ფლობს, შეუძლია, ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია, თუმცა, მისი შეზღუდული ურთიერთკავშირი დანარჩენ კონტინენტთან კვლავ პრობლემად რჩება. ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

3,31 მილიონი კუბური მეტრი მოცულობით, პირველ ადგილზეა ესპანეთი, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი - 22%-ით, (2,09 მილიონი); საფრანგეთი (14% და 1,35 მილიონი), ბელგია (6% და 0,56 მილიონი) და იტალია (5% და 0,54 მილიონი).

გამოცემა ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთი ასევე ლიდერობს რეგაზიფიკაციის სიმძლავრის მხრივ, რაც საშუალებას აძლევს მას, გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეულ მიმდინარე კრიზისს უფრო მეტი გარანტიით, ვიდრე მისი მეზობლები, ყოველ შემთხვევაში, მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

გარდა საცავებისა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებისა, ქვეყნის კავშირი ალჟირთან, საიდანაც მისი გაზმომარაგების 90% მოდის, შეიძლება, დაეხმაროს ესპანეთს ცენტრალური ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივის შექმნაში. თუმცა საჭიროა უფრო მჭიდრო კავშირები ევროპულ ქსელთან, რათა ესპანეთმა წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.


ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა.

ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე.

„ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.


ასევე წაიკითხეთ

უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს