დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება „გაზპრომის“ ადგილობრივი სამმართველოს დროებით ნაციონალიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Gazprom Marketing & Trading Retail Ltd დაახლოებით 30 ათას ბიზნეს-მომხმარებელს ემსახურება.
გამოცემის ცნობით, Gazprom Marketing & Trading Retail Ltd-ს ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს უკავშირდება.
ენერგოკომპანიები სულ უფრო ხშირად აქცევენ ზურგს „გაზპრომს“ და უარს ამბობენ ბუნებრივი აირის შესყიდვებზე. რუსულ ენერგოგიგანტთან სულ რამდენიმე კომპანია დებს არასაბირჟო გარიგებებს.
ცნობისათვის, Gazprom Marketing & Trading-მა 2020 წელს ბრიტანეთის მეხუთედი ნაწილის გაზმომარაგება უზრუნველყო. „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის მართვა ლონდონისა და მანჩესტერის ოფისებიდან ხდება. გამოცემა წერს, რომ ამ საკითხზე Bloomberg-თან კომპანიის თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ასევე წაიკითხეთ
გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს
ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს
Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს
ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი
აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს
ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ