უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი გაბრიელ ატალი ავრცელებს, იუწყება CNN.
„ეს სანქციები რუსეთში იგრძნეს, სადაც ეკონომიკა მერყეობს. რუბლი კოლაფსს განიცდის, ბირჟები დიდწილად დახურულია და ცენტრალური ბანკი ძლიერად დაზარალდა“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა.
ევროკავშირის მიერ მარტის დასაწყისში დაწესებული სანქციები 160 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსზე ვრცელდება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს