აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

აშშ-ის სანქციები ახალი პაკეტი რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტატეზე გავრცელდება. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. 

ახალი სანქციები საჯარო 24 მარტს გახდება, ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის მეორე დღეს. 

გამოცემის ცნობით, სანქციები ევროკავშირთან კორდინაციის საფუძველზე შემუშავდა. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბოლოს რუსი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციები 11 მარტს გამოსცა. მაშინ სანქციების ქვეშ მხოლოდ 12 დეპუტატი მოექცა. 

ამასთან, ევროკავშირის სანქციების სიაში რუსეთის დუმის 351 წევრია, რომელთაც უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩატარებას ხმა მისცა.  

ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში 450 წევრია, ხოლო ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში 170. 

24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

 

ასევე წაიკითხეთ 

იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს