ევროკავშირმა უკრაინასთან დაამტკიცა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბლოკი კიევს საიდუმლო ინფორმაციას გაუზიარებს, მათ შორის სატელიტურ ფოტოებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„შეთანხმება შესაძლოა ძალაში ერთი წელი იყოს ან მომავალში გაგრძელდეს, ამასთან გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულები არიან ევროკავშირის ელჩები “- აცნობა წყარომ გამოცემას.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 28 თებერვალს განაცხადა., რომ უკრაინის დასახმარებლად მიმდინარეობს რესურსების მობილიზება, რათა დაეხმარონ უკრაინას გეოსივრცითი მონაცემების ანალიზში.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ასევე წაიკითხეთ
Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს