ირლანდია და ჩეხეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

ირლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანას ოთხი რუსი დიპლომატი დატოვებს. „მათი საქმიანობა არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და დიპლომატის ქცევას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, წერს The Irish Times.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, დღეს პარლამენტს აცნობა. 

ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი რუსი დიპლომატი პრაღაში პერსონა „ნონ-გრატად“ გამოაცხადა. 

„ამ დიპლომატმა ჩეხეთი 72 საათში უნდა დატოვოს. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფნა შევზღუდეთ“, -დაწერა Twitter-ზე ჩეხეთის ხელისუფლების წარმოამდგენელმა

მანამდე ცნობილი გახდა ნიდერლანდებიდან 17, ხოლო ბელგიიდან 21 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.