სლოვაკეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან კიდევ 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს ამ საკითხზე რუსეთი ელჩი სლოვაკეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და დიპლომატიური ნოტა გადასცეს, „ვენის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად ბრატისლავაში საელჩოს თანამშრომელთა შტატის 35 ადამიანის შემცირების შესახებ“, - აცხადებენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.
29 მარტს ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გაძევების შესახებ განაცხადეს.