გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ინფორმაციით „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი.
Bloomberg წერს რომ ჩხრეკა მოხდა Gazprom Germania GmbH და Wingas GmbH-ის ოფისებში, რომლებიც ბუნებრივი აირით გერმანიის ბაზრის 20%-ს უზრუნველჰყოფენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა.
მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ თუ „არ იქნება გადახდა რუბლში, არ იქნება გაზი“. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთი ამ მიმართულებით ქველმოქმედი ვერ იქნება“.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება