რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, - წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე.
ამასთან, ელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიშის შესახებ ინფორმაციაზე უკრაინაში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.