რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
უკრაინის პირველი დიპლომატი „დიდი შვიდეულისგან“ ახალი გამანადგურებელი სანქციების დაწესებას მოითხოვს.
„ბუჩაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს „დიდი შვიდეულისგან“, - განაცხადა მან.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინული მედია: რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ