რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელეარხ „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა.
"მყიდველები როგორც იხდიდნენ, ისევე გადაიხდიან ევროში იმ ერთეულებში, რომლებიც ხელშეკრულებებშია მითითებული. თუმცა, ამასთან, საბოლოო გადახდა გამყიდველს, „გაზპრომს“ სწორედ რუბლებში მიეწოდება, ევროებით რუსული რუბლის შეძენის გზით“ , - განაცხადა პესკოვმა.
ასევე წაიკითხეთ:
ჯო ბაიდენი: ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება
დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.