"ლიეტუვა ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს, ამიტომ ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა", - ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, კლაიპედაში იხურება რუსეთის საკონსულო.
„ლიეტუვა სრულ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო აგრესიიის მსხვერპლია. ამიტომ ვამცირებთ რუსეთის დიპლიმატიურ წარმომადგენლობას“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ასევე წაიკითხეთ:
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.