აშკარაა, რომ რუსეთის ძალები ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელნი არიან, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.
„ვფიქრობ, საკმაოდ აშკარაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
ასევე წაიკითხეთ:
ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.
"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ