NATO გენერალური მდივანი: მოსკოვი უკრაინაში თავის ამბიციებს არ თმობს, ახლა ჩვენ ვხედავთ კიევიდან ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას

მოსკოვი უკრაინაში თავის ამბიციებს არ თმობს, ახლა ჩვენ ვხედავთ კიევიდან ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას, - განაცხადა NATO გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„უახლოეს კვირებში ჩვენ ველოდებით რუსეთის შემდგომ შეტევებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. დონბასის მთლიანად აღებასა და ოკუპირებულ ყირიმზე გასვლას შეეცდებიან. ეს ომის გადამწყვეტი ეტაპია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე წაიკითხეთ:

იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა

ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.

"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული