„ალროსა“ და მისი 28 შვილობილი კომპანია სანქციების ქვეშ მოექცა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ალროსა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ალმასს მოიპოვებს. რუსეთის ფედერაციაში მოპოვებული ალმასის 90% ამ კომპანიაზე მოდის. ამასთან სანქციები ვრცელდება 28 შვილობილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებზე.
აშშ-ს სანქციებს კომპანიის პრეს-სამსახური გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ალროსას“ გენერალური დირექტორი სერგეი ივანოვი უხოეთში აქტივებს არ ფლობს, ამიტომ მასზე აშშ-სს და ბრიტანეთის სანქციები ვერ გავრცელდება.
„ალროსა“ მსოფლიოში ალმასების მსხვილი მწარმოებელია. მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 27%-ს, ხოლო რუსეთის ბაზარზე 95%-ია. 2021 წელს „ალროსას“ გაყიდვებმა $4,169 მილიარდი შეადგინა.
აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს