ევროპის პოლიციის სააგენტომ [ევროპოლი] სანქცირებული რუსების აქტივების მოძებნის მიზნით, ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპოლის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
სამძებრო ოპერაცია „ოსკარი“ ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდება. პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა Frontex.
ევროპოლში აცხადებენ, რომ ამ მასშტაბის ოპერაცია სულ მცირე ერთი წელი მაინც გასტანს. „ოპერაცია ოსკარი“ ასევე მხარს დაუჭერს გამოძიებას სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების თავის არიდების შესახებ.
ცნობილია, რომ 2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ევროპოლმა დააანონსა, რომ უკრაინას სამთავრობო ვებგვერდებზე მომხდარი კიბერდანაშაულის გამოძიებაში დაეხმარებოდა. ახლა ევროპოლი მზადაა უკრაინას წარუდგინოს თავისი სპეციალისტები, რომლებიც ამ ქვეყანაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს დოკუმენტურად აღწერენ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის