BBC-ის ანალიზის თანახმად, სანქცირებული რუსები დაკავშირებული არიან დიდ ბრიტანეთში 800 მილიონი ფუნტის ღირებულების ქონებასთან. იმის გასაგებად, თუ ვინ რისი მფლობელია, BBC-მ დოკუმენტები მოიძია.
დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა 1000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირსა და ბიზნესს, მათ შორის მდიდარ ბიზნესმენებს დაუწესეს სანქციები. საუბარია ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინთან დაახლოებულ წრეს წარმოადგენენ.
ქვემოთ ჩამოთვლილთა უმეტესობა სანქცირებული იყო რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვალში შეჭრის შემდეგ, თუმცა ზოგიერთი უკვე იყო სასანქციო სიაში:
- ჩელსის მფლობელის რომან აბრამოვიჩის 230 მილიონი ფუნტის (302 მილიონი დოლარი) ღირებულების ქონებ; 65 მილიონი ფუნტი ღირებულების ვიქტორიანული სასახლე ჩრდილოეთ ლონდონში სიგარის ოთახისა და ღვინის მარნის დაგეგმარების ნებართვით; მას აქვს უძრავი ქონების პორტფელი დიდ ბრიტანეთში, 50-ზე მეტი ძვირადღირებული რეზიდენციით, მათი უმეტესობა ლონდონის დასავლეთით მდებარეობს. გაერთაბრამოვიჩი ფლობს ათეულობით ბინას ჩელსის სოფელში, პლუს სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსს ჩელსის „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონის გარშემო. მისი ყველაზე ძვირადღირებული, 15 საძინებლიანი ქონება, ლონდონში მდებარეობს. აქ ცხოვრობენ სამეფო ოჯახის წევრები და ელჩები, ისევე როგორც ოლიგარქები.
კიდევ ერთ რუს მილიარდერს ალიშერ უსმანოვს, კრემლთან მჭიდრო კავშირების" მოტივით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 3 მარტს გაუყინა აქტივები და მოგზაურობა აუკრძალა.
- მისი ქონება 18,4 მილიარდ დოლარად (14 მილიარდი ფუნტი) არის შეფასებული. მათ შორის ბიჩვუდის სახლი ჰაიგეიტში [ჩრდილოეთ ლონდონში]… უსმანოვმა 2008 წელს, ოფშორული კომპანიის გამოყენებით, Beechwood House 48 მილიონ ფუნტად შეიძინა.
BBC-ის თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ ბატონი დერიპასკა ფლობს შენობას ბუკინგემის სასახლიდან ხუთი წუთის სავალზე. კერძოდ, მე-17 საუკუნის ტერასული სახლი 2004 წელს 4,7 მილიონ ფუნტად, Astibe Limited-მა - ოფშორულმა კომპანია იყიდა. დერიპასკა ასევე ფლობს დიდ სახლს ბელგრავის მოედანზე, რომელიც დემონსტრანტების მიერ იყო დაკავებული. თუმცა, მაშინ, მილიარდერის სპიკერმა განაცხადა, რომ ქონება ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. მარტის დასაწყისში, როდესაც სანქციები დაუწესეს, ცნობილი გახდა, რომ დერიპასკა ფლობს მრავალმილიონიან ქონებას დიდ ბრიტანეთში, მათ შორის სასახლე - Hamstone House-ს სარეიში. რვა ჰექტარ ფართობზე განთავსებული II კლასის ქონება კვიპროსში დაფუძნებულმა კომპანიამ, Edenfield Investments Limited, 2001 წელს 7,1 მილიონ ფუნტად შეიძინა.
როგორც ცნობილია, სანქციები ასევე შეეხო დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მილიარდერ ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს. ფრიდმანმა BBC-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების დაწესებამ ის „შოკში“ ჩააგდო და რომ პუტინთან მისი მჭიდრო კავშირების შესახებ ინფორმაცია არასწორია. ფრიდმანი, რომლის ქონებაც, სავარაუდოდ, დაახლოებით 12 მილიარდს შეადგენს, ფლობს უზარმაზარ ქონებას, ჩრდილოეთ ლონდონში (Athlone House), რისთვისაც მან 2016 წელს, 65 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარ არკადი როტენბერგს აშშ-მ და ევროკავშირმა სანქციები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. ის სანქციების ქვეშაა დიდ ბრიტანეთშიც. სანქციების სიას გასულ თვეს დაემატნენ მისი ძმა ბორისი და ვაჟი იგორი. 2012 წელს, სოფელ ვინდლეშემში ვილა 27,5 მილიონ ფუნტად იყიდა Ravendark Holdings Limited-მა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა რეგისტრირებული. მან სესხის სახით მიიღო 30 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი სხვა კომპანიისგან, რომელიც, სავარაუდოდ, როტენბერგის საკუთრებაა.