ბელორუსის სტატისტიკის სამსახურმა განაცხადა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0.4%-ით შემცირდა.
მთლიანი მშპ-ს მოცულობამ 42,6 მილიარდი ბელორუსული რუბლი შეადგინა. 2021 წელს ბელორუსის მშპ 2,3%-ით გაიზარდა 2020 წელს 0,9%-იანი ვარდნის შემდეგ. 2019 წელს მშპ-ს ზრდამ 1,9% შეადგინა. ბელორუსის ხელისუფლების პროგნოზით 2022 წელს მშპ 2,9% უნდა გაზრდილიყო.
2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციების სიაში რუსეთისა და ბელორუსის კიდევ 120 ორგანიზაცია დაამატა, რომელთაც კავშირი აქვთ აეროკოსმოსურ და საზღვაო სექტორებთან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა.
ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრე ლუკაშენკამ, რომელმაც მანამდე უარყო ბელარუსის ჯარის მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, მოგვიანებით განაცხადა, რომ „თუ რუსეთს დასჭირდება“, ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი პროდუქტების მარაგების შემცირებასა და მაღალ ფასებს პროგნოზირებს