რუსული ქვანახშირის ექსპორტი აპრილში 20%-ით შემცირდა

რუსული ქვანახშირის ექსპორტი აპრილში 20%-ით შემცირდა. წლის დასაწყისში კლება 9%-ი იყო, ამის შესახებ „მინენერგო“ იუწყება.

რუსული მედია წერს, რომ ევროკავშირის სანქციების გავლენა ამ დარგზეც იგრძნობა.

კუზბასის ქვანახშირის წარმოების სამინისტროს ცნობით, რეგიონში ქვანახშირის მოპოვება მარტში 9%-ით 19 მილიონ ტონამდე შემცირდა. 2022 წლის დასაწყისიდან იანვარ-მარტში კუზბასში მოპოვებულია 57 მილიონი ტონა ქვანახშირი. ასევე შემცირებულია ნედლეულის სარკინიგზო გადაზიდვები დასავლეთის მიმართულებით 23,9 მილიონი ტონიდან 3,1 მილიონ ტონამდე. ხოლო აღმოსავლეთის მიამრთულებით გაზრდილია 0,6 მილიონი ტონიდან 14,1 მილიონ ტონამდე.


15 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს.

8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. 


ასევე წაიკითხეთ

იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს

ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს