აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა (State Oil Company of Azerbaijan Republic) განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდის.
SOCAR-მა უარყო მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაცია გაზის რუსული რუბლით შესყიდვის შესახებ.
რუსეთი აზერბაიჯანს ბუნებრივ აირს „აზერკონტრაქტსა“ და „გაზპრომს“ შორის 2021 წლის ივლისში მხარეებს შორის„სეზონური გაცვლის“ შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის. ხელშეკრულების ვადა 2023 წელს იწურება. ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე ითვალისწინებს. მიწოდების მოცულობას მოპოვება და აზერბაიჯანის მოთხოვნა განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ