"ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობიანი შეთანხმებისადმი, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
"თუ უკრაინა რუსეთთან გააფორმებს შეთანხმებას და კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, აშშ კიევის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ჩვენ არ ვაპირებთ რომ უკრაინელებზე მეტი უკრაინელები ვიყოთ“, - განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები
- ენტონი ბლინკენმა განმარტა, როგორ უპასუხებს რუსეთს აშშ, თუ კრემლი გადაწყვეტს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს