რობერტა მეცოლა: მივესალმებით განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან

„ჩვენი ინსტიტუტი მიესალმება განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განცხადა.

„გვესმის სირთულეები, გამოწვევები და საფრთხეები, რომლის წინაშეც არიან ეს ქვეყნები. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად და პარლამენტს ამის გაკეთება არ მოერიდება“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის ლიდერების NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.

3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ, 22 აპრილს მოლდოვამაც შეავსო. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.


ასევე წაიკითხეთ: