ბუნდესტაგის დეპუტატების უმრავლესობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა

ბუნდესტაგის დეპუტატების (გერმანიის პარლამენტი) უმრავლესობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა.

Deutsche Welle-ს ცნობით, 693 დეპუტატიდან იარაღის მიწოდებას მხარი 586-მა დაუჭირა, 100-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, 7-მა კი თავი შეიკავა. გამოცემა წერს, რომ გერმანიის ბუნდესტაგის, ქვედა პალატის ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ცვლილება ბერლინის პოლიტიკაში რუსეთისა და უკრაინის საკითხთან მიმართებაში. ამ ინიციატივის მხარი დაუჭირა მმართველმა კოალიციამ და ასევე უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ქრისტიან დემოკრატებმა“. წინააღმდეგი იყო ულტრა მემარჯვენეთა პარტია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“. მათი თქმით, ეს თითქმის იგივეა, რაც ომის გამოცხადება. წინააღმდეგი იყო „სოციალისტების მემარცხენეთა“ პარტია.


27 აპრილს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცახადა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს. 


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ

მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა