ჯონ კირბი: მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში, ეს არის მიმდინარე ომის ზონა

`კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბიმ ამერიკელები გააფრთხილა, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ამერიკელებს, არ გაემგზავრნონ უკრაინაში. ეს არის მიმდინარე ომის ზონა. ეს არ არის ადგილი, სადაც ამერიკელები უნდა წავიდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, 22 წლის უილი ჯოზეფ ქენსელი, რომელიც 25 აპრილს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს, უკრაინაში მარტის მეორე ნახევარში ჩავიდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


BBC: უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს