უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივამა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარ გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე.
მდივანმა კულებას ამერიკელი დიპლომატების უკრაინაში დაბრუნების გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის აცნობა პირველადი ვიზიტების შესახებ ლვოვში. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ კიევში დიპლომატების რაც შეიძლება მალე დაბრუნებას გეგმავს.
ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს 33 მილიარდი აშშ დოლარის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების საკითხი, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს უკვე მიმართა.
მანამდე ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 24 აპრილს ეწვივნენ უკრაინას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.