ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“

"ვათახმებთ და ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან. იქ კიდევ რჩებიან სამოქალაქოები, ქალები, ბავშვები. მათ გადასარჩენად საჭიროა სიჩუმის რეჟიმი",- ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვათანხმებთ და ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან. იქ კიდევ რჩებიან სამოქალაქოები, ქალები, ბავშვები. მათ გადასარჩენად საჭიროა სიჩუმის რეჟიმი. საჭიროა დრო, რომ უბრალოდ ამოვიყვანოთ ხალხი ამ სარდაფებიდან, მიწისქვეშ არსებული თავშესაფრებიდან. არსებული პირობებით შეუძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, ნანგრევების გასაწმენდად. ყველაფერი ხელით ხდება. თუმცა გვჯერა, რომ გამოგვივა“– განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე შეტევას, თუმცა - უშედეგოდ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის ქარხანაზე შეტევას, თუმცა წინსვლა არ აქვს