იაპონია რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს. ნედლეულზე ემბარგოს ვერც უახლოეს პერიოდში შემოიღებს, რადგან ქვეყანას „შეზღუდული“ ენერგორესურსები აქვს და ევროკავშირის მაგალითს ვერ გაიზიარებს. ამის შესახებ იაპონიის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა.
ამასთან, ჰაგიუდამ განაცხადა, რომ რუსეთის ენერგორესურსების აკრძალვისას, მთავარია ქვეყნების კოორდინაცია. ჰაგიუდამ ასევე, თქვა, რომ იაპონია მზადაა რუსეთის წინააღმდეგ G7-ის ფარგლებში, ახალი სანქციები განიხილოს. 2021 წელს, იაპონიის ნავთობის იმპორტში, რუსეთის წილმა 4% შეადგინა, გაზის წილმა 9%, ქვანახშირისამ კი 11%-ი.
21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა.
4 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს.
ასევე წაიკითხეთ