„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მტერი აგრძელებს უკრაინის ქვედანაყოფების ბლოკირებას, ახორციელებს საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
„ხარკოვის მიმართულებით მტერს აქტიური ბრძოლები არ ჩაუტარებია. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო საკუთარი ჯარების ქალაქ ხარკოვიდან გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე. ხარკოვის რეგიონში ოკუპანტებმა საჰაერო დაზვერვის ღონისძიებები ჩაატარებს იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას რაიონებში.
დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებით მტერმა გამოიყენა ნაღმმტყორცნები, არტილერია, რეაქტიული სისტემები და ავიაცია, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის და გამაგრებული ობიექტებისთვის. მარიუპოლში მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოში და ახორციელებს მასობრივ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, რუსული ძალების მხრიდან მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები მრავალეშელონიანი თავდაცვის ასაშენებლად“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ: