გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ექსპერტების შეფასებით, უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა არის "ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის", რასაც შესაძლოა შიმშილობა და იძულებითი მასობრივი მიგრაცია მოჰყვეს, იმ შემთხვევაში თუ პორტები არ გაიხსნება.
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს
- გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ მინისტერიალზე საუბრისას, WFP-ის დირექტორმა დევიდ ბიზლმა თქვა: „პრეზიდენტო პუტინ, მე მოგმართავთ, თუ გული გაქვს, გთხოვთ, გახსენით ეს პორტები“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობა არის "ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის",
ბიზლმა ასევე განაცხადა, რომ თუ პორტები არ გაიხსნება, ამან შესაძლოა "შიმშილი და იძულებითი მასობრივი მიგრაცია" გამოიწვიოს.
- გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
- WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშის თქმით კი გლობალური შიმშილი ახალ რეკორდს უახლოვდება და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მწვავე საკვების დაუცველობის წინაშე დგანან, ბოლო ორი წლის განმავლობაში 135 მილიონიდან 276 მილიონამდე გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 500 000-ზე მეტი ადამიანი შიმშილის პირობებში ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი 2016 წლიდან 500 პროცენტით გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ