ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის განვითარების მიზნით აქტაუს საზღვაო პორტის სპეციალური ეკონომიკური ზონის ბაზაზე საკონტეინერო ჰაბის შექმნა იგეგმება. აზერბაიჯანული მედია, ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
- აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე შესაძლოა, ხელშეკრულება გაფორმდეს
- ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა
- მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა
- ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს
ყაზახეთის ხელისუფლება ინვესტორების რანგში მსოფლიო საკონტეინერო ოპერატორების მოზიდვა გეგმავს, როგორიცაა PSA Group, Maersk, MSC.
ამჟამად SEZ-ის ტერიტორიაზე 18 პროექტი განხორციელდა, 25 განხორციელების პროცესშია. „ზოგადად, ეკონომიკური ზონის მუშაობა მიმართულია ნავთობისა და ნავთობქიმიური მრეწველობის, სამშენებლო ინდუსტრიის, პორტებისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე“, - აცხადებენ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში.
ასევე წაიკითხეთ