რუსი მილიარდერები რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამო, The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულიდან გავიდნენ.
- აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
- იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა
აბრამოვიჩი 2021 წელთან შედარებით, 20 საფეხურით ჩამოქვეითდა. ახლა ის რეიტინგის 28-ე პოზიციაზეა. უსმანოვმა რეიტინგში მე-6 -დან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
LetterOne Holdings-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა მიხაილ ფრიდმანმა ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა (2021 წელს მე-11 ადგილზე იყო).
- რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters
- აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
LetterOne-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი ალექსეი კუზმიჩევმა 34-დან 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. ელენა ბატურინა, „ინტეკო მენეჯმენტის“ პრეზიდენტი, 160-ე ადგილზეა (შარშან 153-ე პოზიცია ეკავა).
შეგახსენებთ, რომ რუს ბიზნესმენებს სანქციების რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდათ.