მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთისთვის დღეს ნებისმიერი დათმობა, არის ომის რამდენიმე წლით გაგრძელება

უკრაინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისი ტერიტორიების დაბრუნება და რუსების გაძევება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.

ამასთან, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დღეს ნებისმიერი დათმობა არის ომის რამდენიმე წლით გაგრძელება. 

„თუ შემთხვევის ადგილიდან ათასი ან კიდევ უფრო მეტი კილომეტრით ხარ დაშორებული გეჩვენება, რომ გლობალურად გესმის ყველაფერი, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის შესახებ. განსაკუთრებით იმის შესახებ, რომ მცირე დათმობებზე უნდა წახვიდე, რათა ხელი მოაწერო სამშვიდობო შეთანხმებას. ასე რომ, ნებისმიერი დათმობა რუსეთის ფედერაციასთან არის აბსოლუტური, უდავოდ უფრო ძლიერი ომი გაცილებით მოკლე დროში. ანუ ესაა გადადებული ომი. ჩვენ გვინდა მეტი ომი. ჩვენ კიდევ უფრო სისხლიანი ომი გვინდა. ჩვენ გვინდა ამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამიტომ გევუბნებიან, რომ დათმობებზე უნდა წავიდეთ რუსეთთან. მაგრამ უკრაინას ყველაფერი სხვანაირად ესმის“, - განაცხადა პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ტერიტორიების გათავისუფლება. და ასევე გადაისროლონ რუსები იქ სადაც არიან - შუა საუკუნეებში.

„ამიტომ, უკრაინის სტრატეგია აბსოლუტურად ნათელია და ჩვენ არ გვჭირდება შეუძლებელი გეგმების შეთავაზება რუსეთის ფედერაციის ფიზიონომიის შესანარჩუნებლად. არა, უკრაინა თავად გადაწყვეტს თავის ბედს", - დასძინა პოდოლიაკმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.