რუსეთი ბრინჯის ექსპორტს აჩერებს

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნიდან ბრინჯის ექსპორტი შეზღუდა.უწყების დადგენილებით, ბრინჯის ექსპორტი 1-ელი ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე შეიზღუდება.

ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი 30 ივნისამდე შეჩერდება, თეთრი და ლერწმის შაქრის ექსპორტი მესამე ქვეყნებში 31 აგვისტომდე. 


19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. 

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა. 

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება.

12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა.


ასევე წაიკითხეთ: